Skip to main content

Mobility Center for Disabled People

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავის მოვლის უნარების შესახებ ცოდნის გაზიარება, უნარ-ჩვევებისა და ცნობიერების ამაღლება.

ძირითადი თემები და ქვეთემები:

დამოუკიდებელი ცხოვრება

პირველი მოდულის თემები:

ა) დამოუკიდებელი ცხოვრების ისტორია და განმარტება (CRPD-ის მე-19 მუხლი);
ბ) გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის გენერალური კომენტარი No5 დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლებაზე;

2. მეორე მოდულის თემები:

ა) რა არის დამოუკიდებელი ცხოვრების აუცილებელი ფაქტორები?;
ბ) დამოუკიდებელი ცხოვრების სერვისები: პერსონალური ასისტენტი, დეინსტიტუციონალიზაცია, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები;
გ) სპორტი, როგორც საზოგადოებაში ინტეგრაციის ინსტრუმენტი;

ეტლით მოსარგებლეთა თავის მოვლა

პირველი მოდულის თემები:

ა) შესავალი კურსი ზურგის ტვინის დაზიანებაში;
ბ) ნაწოლების პრევენცია;
გ) ნაწლავისა და შარდის ბუშტის ფუნქციის მართვა;

მეორე მოდულის თემები:

ა) ფიზიკური ვარჯიშები;
ბ) დამხმარე ტექნოლოგიები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით;
გ) ეტლით სარგებლობა, მორგება და მისი მოვლა

ტრენინგის ხანგრძლივობა:

დამოუკიდებელი ცხოვრება

  • მოდული 1: 3 სთ
  • მოდული 2: 5.5 სთ

ეტლით მოსარგებლეთა თავის მოვლა

  • მოდული 1: 4.5 სთ
  • მოდული 2: 4.5 სთ

სავარაუდო თარიღები:

  • ქართულენოვანი კურსი: 2024 წლის 16 სექტემბერი – 12 ოქტომბერი;

მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • კურსზე რეგისტრაცია
  • მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავის მოვლის შესახებ.

გაიარეთ რეგისტრაცია: 

კურსი დასრულდა 12 ოქტომბერს.