შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავის მოვლის უნარების შესახებ ცოდნის გაზიარება, უნარ-ჩვევებისა და ცნობიერების ამაღლება.
ძირითადი თემები და ქვეთემები:
დამოუკიდებელი ცხოვრება
პირველი მოდულის თემები:
ა) დამოუკიდებელი ცხოვრების ისტორია და განმარტება (CRPD-ის მე-19 მუხლი);
ბ) გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის გენერალური კომენტარი No5 დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლებაზე;
2. მეორე მოდულის თემები:
ა) რა არის დამოუკიდებელი ცხოვრების აუცილებელი ფაქტორები?;
ბ) დამოუკიდებელი ცხოვრების სერვისები: პერსონალური ასისტენტი, დეინსტიტუციონალიზაცია, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები;
გ) სპორტი, როგორც საზოგადოებაში ინტეგრაციის ინსტრუმენტი;
ეტლით მოსარგებლეთა თავის მოვლა
პირველი მოდულის თემები:
ა) შესავალი კურსი ზურგის ტვინის დაზიანებაში;
ბ) ნაწოლების პრევენცია;
გ) ნაწლავისა და შარდის ბუშტის ფუნქციის მართვა;
მეორე მოდულის თემები:
ა) ფიზიკური ვარჯიშები;
ბ) დამხმარე ტექნოლოგიები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით;
გ) ეტლით სარგებლობა, მორგება და მისი მოვლა
ტრენინგის ხანგრძლივობა:
დამოუკიდებელი ცხოვრება
- მოდული 1: 3 სთ
- მოდული 2: 5.5 სთ
ეტლით მოსარგებლეთა თავის მოვლა
- მოდული 1: 4.5 სთ
- მოდული 2: 4.5 სთ
სავარაუდო თარიღები:
- ქართულენოვანი კურსი: 2024 წლის 16 სექტემბერი – 12 ოქტომბერი;
მონაწილეობის კრიტერიუმები:
- კურსზე რეგისტრაცია
- მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავის მოვლის შესახებ.
გაიარეთ რეგისტრაცია:
კურსი დასრულდა 12 ოქტომბერს.